---
title: "მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიქცევა აღსასრულებლად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/571"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "571"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიქცევა აღსასრულებლად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 571 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/571

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით
.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/570.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/572.md
