---
title: "მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/59"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "59"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/59

თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) (ამოღებულია);
ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;
თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;
კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა;
ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;
მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები;
ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;
ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან;
პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს;
ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/60.md
