---
title: "მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/594"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "594"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 594 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/594

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ:
ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.

4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/593.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/595.md
