---
title: "მუხლი 595. საჩივარი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/595"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "595"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 595. საჩივარი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 595 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/595

1. ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.

2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების აუცილებლობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/594.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/596.md
