---
title: "მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/598"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "598"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 598 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/598

1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.

2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/597.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/599.md
