---
title: "მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/599"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "599"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 599 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/599

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5. (ამოღებულია).

6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/598.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/600.md
