---
title: "მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/601"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "601"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 601 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/601

1. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების მსჯავრდებულის სასარგებლოდ გასაჩივრების ვადა შეუზღუდავია.

2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
კარი მეთერთმეტე
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება
თავი LX
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/600.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/602.md
