---
title: "მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/605"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "605"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 605 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/605

1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.

2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/604.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/606.md
