---
title: "მუხლი 608. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/608"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "608"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 608. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 608 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/608

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან, თუ იგი ფსიქიკურად დაავადებულია მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებული პირის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.

2. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს იგი დამატებითი სასჯელისგანაც გაათავისუფლოს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/607.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/609.md
