---
title: "მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/609"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "609"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 609 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/609

1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/608.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/610.md
