---
title: "მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/611"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "611"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 611 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/611

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს შეუძლია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/610.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/612.md
