---
title: "მუხლი 615. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობების აღმოფხვრა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/615"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "615"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 615. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობების აღმოფხვრა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 615 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/615

გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის სახელი და გვარი;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;
დ
1
) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი;
ე) გადაწყვეტილებაში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/614.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/616.md
