---
title: "მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/618"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "618"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 618 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/618

1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. (ამოღებულია).

3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის დადგენილების გამოსატანად.

5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა აღძვრა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/617.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/619.md
