---
title: "მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/619"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "619"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 619 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/619

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.

2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/618.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/620.md
