---
title: "მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/620"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "620"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 620 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/620

1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე (ძირითადი და დამატებითი) და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყების და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/619.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/621.md
