---
title: "მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/627"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "627"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 627 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/627

1. ამ კოდექსის 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ საჩივარი შეიტანება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის დაცვით.

2. საჩივარი შეიტანება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

3. თუ საჩივარი შეტანილია გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/626.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/628.md
