---
title: "მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/628"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "628"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 628 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/628

1. საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.

2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/627.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/629.md
