---
title: "მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/632"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "632"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 632 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/632

1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.

2. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/631.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/633.md
