---
title: "მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/633"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "633"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 633 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/633

1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.

2. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებაში განხილვისას საჩივრის შემტანი პირები პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ, როგორც დაზარალებული და განსასჯელი. ამ პირთა დაკითხვა მათს საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ ტარდება დაზარალებულთა დაკითხვის წესებით, ხოლო შემხვედრ საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ – განსასჯელთა დაკითხვის წესებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/632.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/634.md
