---
title: "მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/636"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "636"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 636 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/636

1. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა გადაეცეს დაზარალებულის საჩივრის ასლი და სასამართლოში გამოძახების უწყება.

2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია
საფუძვლიანობის შემთხვევაში
დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/635.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/637.md
