---
title: "მუხლი 637. სასამართლო განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/637"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "637"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 637. სასამართლო განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 637 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/637

1. კერძო ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად, ამ მუხლის წესების დაცვით.

2. სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილში თავმჯდომარე დაზარალებულს განუმარტავს მის უფლებას – პირადად ან თავისი წარმომადგენლის დახმარებით მხარი დაუჭიროს ბრალდებას, აგრეთვე უფლებას შეურიგდეს განსასჯელს.

3. სასამართლო გამოძიება იწყება დაზარალებულის საჩივრის საჯაროდ წაკითხვით. საჩივარს კითხულობს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. ჯერ ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი დაკითხვა. მოსამართლე შეკითხვებს სვამს ბოლოს.

4. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანების შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება იმ მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ, რომელიც ეხება თითოეულ ბრალდებას, აგრეთვე მხარეთა კამათში გამოსვლის რიგითობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/636.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/638.md
