---
title: "მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/639"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "639"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 639 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/639

1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.

2. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/638.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/640.md
