---
title: "მუხლი 64. გამომძიებლის დავალება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/64"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "64"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. გამომძიებლის დავალება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/64

1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო შუამდგომლობის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.

3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
თავი IX
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/65.md
