---
title: "მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/640"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "640"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 640 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/640

თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა სრულწლოვნებთან ერთად, მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 246-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/639.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/641.md
