---
title: "მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/643"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "643"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 643 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/643

არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს:
ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის ფორმები;
ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან, თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა;
გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/642.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/644.md
