---
title: "მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/644"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "644"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 644 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/644

1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე მონაწილეობს არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.

2. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება ჩამოაცილონ საქმეში მონაწილეობას ან შეზღუდონ მისი მონაწილეობა, თუ არსებობს საფუძველი, რომ თავისი მოქმედებით იგი ზიანს აყენებდა ან აყენებს არასრულწლოვნის ინტერესებს. საქმეში მონაწილეობისაგან კანონიერი წარმომადგენლის ჩამოცილების შემთხვევაში არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა ევალება სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/643.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/645.md
