---
title: "მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/647"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "647"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 647 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/647

1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით.

2. დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ.

3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.

4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/646.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/648.md
