---
title: "მუხლი 648. ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/648"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "648"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 648. ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 648 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/648

არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს ფსიქოლოგი. მას უფლება აქვს, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვას ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნოს დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/647.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/649.md
