---
title: "მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/649"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "649"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 649 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/649

1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/648.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/650.md
