---
title: "მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/651"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "651"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 651 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/651

1. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამო მისი დატოვება ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია, მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით იგი შეიძლება მოათავსონ სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.

2. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია ეს ღონისძიება, უნდა მოთავსდეს იმ სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებით, რომლებიც სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში სხვა საფუძველზე იმყოფებიან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/650.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/652.md
