---
title: "მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/652"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "652"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 652 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/652

1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.

2. არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უნდა მოათავსონ სრულწლოვანი პატიმრებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.

3. არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უფლება აქვს შეხვდეს თავის ახლო ნათესავებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ბრალდებულს და მის ახლო ნათესავებს უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთან შეხვედრაზე უარი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/651.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/653.md
