---
title: "მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/656"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "656"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 656 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/656

1. სასამართლოს, მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ, უფლება აქვს თავისი განჩინებით არასრულწლოვანი განსასჯელი გაიყვანოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიონ გარემოებები, რომელთაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მასზე.

2. არასრულწლოვნის დარბაზში დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარე მას აცნობს მის არყოფნაში მომხდარი განხილვის შინაარსს საჭირო მოცულობითა და ფორმით, აძლევს შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას მისი მონაწილეობის გარეშე დაკითხულ პირებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/655.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/657.md
