---
title: "მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/659"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "659"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 659 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/659

1. დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90-91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.

2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
თავი LXIV
(ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/658.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/660.md
