---
title: "მუხლი 679¹². იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-12"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^12"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹². იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹² (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-12

1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც იძლევა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XVIII
1
თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.

2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ იურიდიული პირის დამფუძნებელს (დამფუძნებლებს) ან/და ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს), საქმის წარმოებაში მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-13.md
