---
title: "მუხლი 679¹³. გარემოებები, რომლებიც უნდა დადგინდეს იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-13"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^13"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹³. გარემოებები, რომლებიც უნდა დადგინდეს იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹³ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-13

1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს:
ა) დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა ამ იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ;
ბ) არის თუ არა აღნიშნული ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107
1
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი ფიზიკური პირი, იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-14.md
