---
title: "მუხლი 679¹⁴. იურიდიული პირის წარმომადგენლის (დამცველის) მონაწილეობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-14"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^14"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹⁴. იურიდიული პირის წარმომადგენლის (დამცველის) მონაწილეობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹⁴ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-14

1. იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დადგენილების გამოტანისთანავე.

2. იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს) უფლება აქვს გაეცნოს საქმის წარმოების მასალებს, გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება და გადაწყვეტილება და განაცხადოს შუამდგომლობა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-15.md
