---
title: "მუხლი 679¹⁵. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებისა და სხვაგვარი შეზღუდვების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-15"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^15"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹⁵. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებისა და სხვაგვარი შეზღუდვების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹⁵ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-15

1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებული იქნეს ყადაღის დადების ღონისძიება.

2. იურიდიული პირის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გამოიყენება ამ კოდექსის 190-ე–201-ე მუხლებით დადგენილი წესით.

3. დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-16.md
