---
title: "მუხლი 679¹⁸. სასამართლო განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-18"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^18"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹⁸. სასამართლო განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹⁸ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-18

1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და ამ კოდექსის 457-ე–516-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილების წაკითხვით; შემდეგ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რომლებიც საჭიროა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი), სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები. მოსამართლე დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამს კითხვებს.

3. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი). იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) გადის სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-19.md
