---
title: "მუხლი 679¹⁹. სასამართლო განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-19"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^19"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679¹⁹. სასამართლო განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679¹⁹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-19

1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სასამართლოს განაჩენში უნდა აღინიშნოს:
ა) იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იურიდიულ პირს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
გ) სასჯელის სახე და ზომა, რომელიც იურიდიულ პირს დაენიშნა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, და ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება (ლიკვიდაციის დანიშვნის შემთხვევაში – ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები));
დ) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
ე) გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.

2. სასამართლოს განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-2.md
