---
title: "მუხლი 679⁶. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-6"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^6"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679⁶. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679⁶ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-6

1. მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;
ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

2. თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-7.md
