---
title: "მუხლი 679⁷. განაჩენის გადაცემა და ძალაში შესვლა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-7"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^7"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679⁷. განაჩენის გადაცემა და ძალაში შესვლა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679⁷ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-7

1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.

2. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა ამ კოდექსის 679
6
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

2¹. მხარეს უფლება აქვს სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში 15 დღის ვადაში.

3. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახალაღმოჩენილ და ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-8.md
