---
title: "მუხლი 679⁹. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-9"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "679^9"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 679⁹. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 679⁹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-9

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.

2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს მთავარი პროკურორი.

3. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ პირი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმების პირობების შესაბამისად შეთანხმება ჩაითვლება ბათილად.

4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურორი. დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

5. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/679-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/680.md
