---
title: "მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/681"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "681"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 681 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/681

1. ეს კოდექსი, გარდა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 161-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილები და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

3. (ამოღებულია).

4. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციით.

5. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1, მუხ.

11).

6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

7. 654-ე მუხლი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

8. (ამოღებულია).

9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

10. ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 20 თებერვალი
№1251-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/680-9.md
