---
title: "მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/74"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "74"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/74

1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:
ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;
ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;
გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.

2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/75.md
