---
title: "მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/79"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "79"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/79

ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/80.md
