---
title: "მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/8"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "8"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/8

1. სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით.

3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.

4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

5. მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით. არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი.

7. განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.

8. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/9.md
