---
title: "მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/85"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "85"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 85 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/85

სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირის ან ორგანიზაციის უფლებამონაცვლე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/86.md
