---
title: "მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/87"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "87"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/87

1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/88.md
