---
title: "მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/88"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "88"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/88

1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „გ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა.

3. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოვალეობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/89.md
