---
title: "მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/89"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "89"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 89 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/89

1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის შედეგად, და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).

2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90.md
